Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ კვარა 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ნაპოლისთან მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„იუვენტუსთან მატჩის შემდეგ, მე დე ლაურენტისს ვესაუბრე და მივულოცე როგორც გამარჯვება, ასევე ის, თუ როგორ უძღვება ის გუნდს.

„ნაპოლიმ სწორი პოლიტიკა აირჩია, რაც როგორც გუნდის ფინანსებზე, ასევე მათ სპორტულ პროგრესზე აისახება.

„კვარაცხელია ? ის შესანიშნავი ფეხბურთელი და გამორჩეული ტალანტია, რომელიც თავისი რეალური პოტენციის გამოვლენას ახლაღა იწყებს.

„რა არის მისი სატრანსფერო ფასი ? მინიმუმ 100 მილიონი, რადგან თუ რომელუ ლუკაკუ, რომელიც ბურთს ვერ აჩერებს, ასეთ ფასად იყიდება, მისი ტექნიკისა და ნიჭის მქონე ფეხბურთელი უფრო მეტი უნდა ღირდეს.“