Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ მილანთან დაკარგული ქულები ალეგრის კისერზეა“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ მილანთან მატჩი შეაფასა.

„მართალია იუვენტუსმა კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, მაგრამ გუნდმა მეორე ტაიმში მილანს, რომელსაც ძალიან დიდი დანაკლისით უწევდა თამაში, ინიციატივის ხელთ გდების და გათანაბრების საშუალება მისცა.

„ვფიქრობ, რომ იუვენტუსის დაკარგული ქულები მაქს ალეგრის კისერზეა. მან მოედნიდან გაიყვანა დიბალა, რომელიც მატჩში საუკეთესო იყო და კუადრადო, რომელიც მილანს ყველაზე მეტ ხიფათს უქმნიდა, მათ ტრავმირებული მორატაც დაემატათ და საბოლოოდ იუვენტუსს მეორე ტაიმში ხარისხი საგრძნობლად დააკლდა.

„მილანთან მხოლოდ 1 ქულის აღების მიუხედავად, მე გუნდის პროგრესი დავინახე და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ტურინელები ბრძოლაში დაბრუნდებიან.