Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ რთული წარმოსადგენია, რომ იუვენტუსს ფინანსებში რაიმე სახის პრობლემა ჰქონდეს“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ტურინელების მიმართ მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა.

„იუვენტუსის მიმართ გაზრდილი ინტერესი გასაკვირი არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთმა გუნდის სახელმა გაიჟღერა, მაგრამ ყველაზე მეტად იუვენტუსის სახელი ისმის, რადგან ის ყველაზე დიდი გუნდია.

„მე გამოძიების დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ სიმართლე გითხრათ რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება პუბლიკურ კომპანიას, რომლის აქციებიც თავისუფალ გაყიდვაშია და ფინანსების საბუთების ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, რაიმე სახის სერიოზული დარღვევა ჰქონდეს.“