Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ რონალდუს გაფორმება იუვენტუსის შეცდომა იყო“

ლუჩიანო მოჯიმ იუვენტუსში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გაფორმება, რომელიც სერია ა-მ გასული სეზონის საუკეთესო ფორვარდად დაასახელა, შეცდომა იყო.

„ფაბიო პარატიჩის დაკარგვა იუვენტუსისთვის საკმაოდ დიდი დარტყმაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მასსა და ალეგრის შორის არსებული რთული სიტუაციის გამო, მისი გუნდიდან წასვლა გარდაუვალი იყო, ალეგრის კი ახლა უფრო მეტი ძალაუფლება და თავისუფლება ექნება, რომ თავისი საფეხბურთო ხედვა მოედანზე გადაიტანოს.

„იყო თუ არა ალეგრის დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება ? ვფიქრობ, რომ დიახ. მასიმილიანო ძალიან კარგი სპეციალისტია და ახლა, როდესაც მას უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, თავისი ამბიციების განხორციელებას უფრო კარგად მოახერხებს.

„პირლო ? პირადად მე, ყოველ წელს გუნდში ცვლილებები და ყველაფრის ახლიდან დაწყება შეცდომად მიმაჩნია. იუვენტუსმა შეცდომა 2 წლის წინ დაუშვა, როდესაც ალეგრის გაშვება გადაწყვიტა.

„ტრანსფერები ? იუვენტუსმა დიბალა უნდა შეინარჩუნოს. ის ჩემპიონია, რომელსაც შეუძლია, რომ იუვენტუსის ახალი ციკლის ლიდერი იყოს. იუვენტუსმა ალვარო მორატას შენარჩუნებაზეც უნდა იფიქროს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ხდება გასახდელში

„რონალდუს რაც შეეხება, სიმართლე რომ გითხრათ მე მას საერთდ არ გავიფორმებდი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მის შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება, უბრალოდ გუნდს, რომელსაც სურს, რომ კოლექტიური ფეხბურთი ითამაშოს, რონალდუ იდეალური კანდიდატურა არ არის.

„თუ იუვენტუსის საერთო სტატისტიკას გადავხედავთ ვნახავთ, რომ გუნდი უფრო ნაკლებ გოლს იტანს, ვიდრე წინა წლებში, ამის მიზეზი კი ყველამ კარგად იცის.

„იუვენტუსის შეტევაში ყველა ბურთი რონალდუსკენ მიდის და რიცხვები ჩემს სიტყვებს ამყარებს, ამიტომ როდესაც კრიშტიანუსნაირი ფეხბურთელი გყავს, იქ გუნდური თამაში უნდა დაივიწყო.

„განსხვავება ამ და ჩემს იუვენტუსს შორის ? სხვაობა უბრალოდ კოლოსალურია. 20 წლის წინანდელი იუვენტუსი მინიმუმ 20 ქულით მეტს მოაგროვებდა. ჩემს იუვენტუსს თითოეულ პოზიციაზე უძლიერესი ფეხბურთელი ჰყავდა, დღეს კი გუნდს ნახევარდაცვა არ უვარგა, დაცვაშიც ყოველთვის პრობლემებია, როდესაც კიელინი არ თამაშობს, შეტევაზე კი უკვე ვისაუბრეთ.“

გათიშვა