Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ რონალდუ იუვენტუსში დარჩება“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ ბიანკონერის სატრანსფერო საქმიანობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ კრიშთიანუ რონალდუ იუვენტუსში მომდევნო სეზონშიც დარჩება. გუნდის ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, ნახევარდაცვის ხაზია. ლოკატელი გუნდის კარგი გაძლიერება იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მის გარდა იუვეს კიდევ ერთი ტოპ დონის ნახევარმცველი სჭირდება.“