Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ სანამ რონალდუ ტურინში რჩება, იუვე გუნდურ ფეხბურთს ვერ ითამაშებს“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ, რომელმაც არაერთხენ აღნიშნა, რომ რონალდუს იუვეში ტრანსფერი შეცდომა იყო, პორტუგალიელის შესახებ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

„მაქს ალეგრის დაბრუნება იუვენტუსისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო, მან გუნდის სტრუქტურა და შემადგენლობა კარგად იცის, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სანამ იუვენტუსის რიგებში რონალდუ ირიცხება, ბიანკონერი გუნდური ფეხბურთის ჩვენებას ვერასოდეს შეძლებს.

„კრიშტიანუს პრობლემების მოგვარება მარტო შეუძლია, თუმცა მთელმა გუნდმა მასზე უნდა ითამაშოს, ეს კი ალეგრის სტილი არ არის.“