Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ ჩიტმა მითხრა, თუ რა გეგმები აქვს იუვეს მორატასთან დაკავშირებით“

იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ გადაცემა Diretta Mercato-ში ალვარო მორატას მომავალთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა.

„პატარა ჩიტმა, რომელიც ძალიან საიმედოა, ალვარო მორატას მომავალთან დაკავშირებით ამბავი მომიტანა.

„მისი თქმით, ამ მომენტისთვის იუვენტუსი ალვარო მორატას გამოსყიდვას არც კი განიხილავს და თუ მან სეზონის მსვლელობისას რაიმე განსაკუთრებული არ გააკეთა, ის ესპანეთში დაბრუნდება.“

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა იუვეში იჯარის წესით თამაშობს და ტურინელებს მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 35 მილიონად შეუძლია.