Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მსაჯების გადაწყვეტილებებს გუნდებს ახალი კოორდინატორი აუხსნის…

იტალიის ფეხბურთს ფედერაციამ დაადასტურა, რომ ყოფილი არბიტრი დანილო ჯოანოკარო სერია ა-ს, სერია ბ-ს და მსაჯთა კომისიას შორის ერთგვარი კოორდინატორის როლს შეასრულებს.

სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, მსაჯების და VAR-ის გადაწყვეტილებებს გუნდების მხრიდან არაერთი პროტესტი მოჰყვა და ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები გუნდებს არ ესმოდათ.

კოორდინატორის საქმე სწორედ ეს საკითხი იქნება და მას გუნდების წარმოამდგენლებისთვის დაინტერესების შემთხვევაში კონკრეტული ეპიზოდის და მსაჯის გადაწყვეტილების ახნსა მოუწევს.