Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მსაჯების ‘ფავორიტი’ გუნდები სერია ა-ში

Tuttomercato-ს ჟურნალისტმა,კარლო ნესტიმ გასულ სეზონში მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომები შეაჯამა და ერთგვარი სტატისტიკა შემოგვთავაზა.

ირკვევა,რომ მსაჯების ‘ფავორიტი’ გუნდი ტურინის იუვენტუსია.ბიანკონერების სასარგებლოდ მსაჯები 45-ჯერ შეცდნენ,ინტერის სასარგებლოდ 30-ჯერ ,ლაციო – 28,მილანი – 26, ფიორენტინა – 22,რომა 16,ტორინო 14,ნაპოლი 11.

იმ გუნდებთა სია,რომელთა წინააღმდეგაც მსაჯები ყველაზე ხშირად ცდებოდნენ,ასე გამოიყურება: ტორინო – 40,ინტერი – 28,ფიორენტინა და ნაპოლი – 27,მილანი და რომა – 23, იუვენტუსი – 21,ლაციო – 12.

გასულ სეზონში ლაციომ ყველაზე მეტი,18 პენალტი დაარტყა,ყველაზე მეტ პენალტს კი იუვენტუსის კარში ურტყავდნენ – 12.

ამ სტატისტიკაში მოცემულია მსაჯების ნებისმიერი შეცდომა,დაწყებული აუტიდან,დამთავრებული პენალტებით.

Leave a Reply

Your email address will not be published.