Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მურიელი:“ იუვენტუსი სკუდეტოს მარტივად ვეღარ მოიგებს“

ატალანტას ფორვარდმა მომავალი სეზონის გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იუვეს დომინაცია ძალიან მალე დასრულდება.

„ინტერი ძლიერდება და მნიშვნელოვან ფეხბურთელებს იმატებს, მილანს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად, დიდი ენთუზიაზმი აქვთ და მათ მოგება სურთ.

„ასევე არ შეიძლება რომას, ლაციოს და ნაპოლის დავიწყება, რომლებიც ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან და ჩვენ, ატალანტა მომავალ სეზონში უფრო ძლიერი იქნება და უფრო ამბიციური მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

„წინ შესანიშნავი, დაძაბული ჩემპიონატი გველოდება, სადაც გამორჩეული ფავორიტი არ არსებობს.“

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 34 მატჩში 18 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.