Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მურიელს იუვენტუსში თამაში სურს

გასული დღეების განმავლობაში იუვენტუსს, რომელიც ფორვარდის ძიებაშია, ატალანტას შემტევი ლუის მურიელი არაერთხელ დაუკავშირეს და როგორც ჩანს, კოლუმბიელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა მომბლანოს ინფორამციით, მურიელს, რომელიც ატალანტაში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა, იუვენტუსში თამაში სურს და აგენტს ამ ტრანსფერის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაავალა.

ატალანტას თავის მხრივ შუა სეზონში გუნდის მნიშვნელოვანი წევრის დაკარგვა და მითუმეტეს მისი პირდაპირ კონკურენტთა რიგებში გაშვება არ სურს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი ბერგამოელებთან სეზონის ბოლოს იწურება, მათ ადრე თუ გვიან 30 წლის ფორვარდის გაყიდვა მოუწევთ.