Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მურიქის შემდეგ, ლაციომ ფარესის ტრანსფერიც მოაგვარა

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, სპალსა და ლაციოს შორის მოლაპარაკებები მოჰამედ ფარესის თაობაზე წარმატებით დასრულდა და ფეხბურთელი უახლოეს დღეებში რომს ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

24 წლის ალჟირელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ლაციო 8 მილიონ ევროს გადაიხდის, სხვადასხვა ბონუსების სახით კი ამ თანხას კიდევ ერთი მილიონი დაემატება.

Leave a Reply

Your email address will not be published.