Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მურიქი:“ ლაციოს იდეალურად მოვერგები“

ვედატ მურიქი, რომელიც რომში სულ რამდენიმე საათის წინ ჩაფრინდა და ხვალ ან ზეგ ლაციოსთან კონტრაქტს გააფორმებს, კომენტარი გააკეთა.

„ჩემი აზრით, ლაციოს თამაშის სტილიდან გამომდინარე გუნდს ძალიან კარგად მოვერგები. ლაციომ გასული სეზონის თამაშების უმრავლესობა 2 შემტევით ჩაატარა და მათ ჩემნაირი თავდამსხმელი აშკარად სჭირდებოდათ.

„ჩემთვის პირად წარმატებაზე წინ გუნდის კარგი ასპარეზობაა და დარწმუნებული ვარ, რომ ლაციოში წარმატებას მივაღწევ.

„მომდევნო წლების განმავლობაში ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში ვითამაშებ და თანაგუნდელებთან ერთად უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას ვაპირებ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.