Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მურიქი ლაციოს უახლოვდება

იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლაციო და ფენერბაჰჩე ვედატ მურიქის ტრანსფერის ბოლო დეტალებს განიხილავენ და შესაძლოა ტრანსფერი ხვალ გაოფიციალურდეს.

26 წლის კოსოვოელმა ცენტრალურმა ფორვარდმა გასულ სეზონში თურქულ სუპერ ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ლაციალეს გარდა, მისი შეძენით რომა და ინტერიც ინტერესდებოდნენ, თუმცა როგორც ჩანს ამ ფრონტზე გამარჯვება ლაციოს დარჩება.

Leave a Reply

Your email address will not be published.