Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მურიქი ლაციოში დარჩებას გეგმავს

ROME, ITALY - SEPTEMBER 15: SS Lazio new signing Vedat Muriqi poses with new jersey after the medical test at Paideia hospital on September 15, 2020 in Rome, Italy. (Photo by Paolo Bruno/Getty Images) *** Local Caption *** Vedat Muriqi

ლაციოს ფორვარდმა ვედატ მურიქიმ, რომელმაც კოსოვოს ნაკრების მაისურით 4 გოლის გატანა მოახერხა აღნიშნა, რომ ის ბიანკოჩელესტის დატოვებას არ აპირებს.

მურიქი ლაციოს 2020 წლის სექტემბერში ფენერბაჰჩედან 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა 27 წლის ფეხბურთელმა 34 მატჩში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.

„4 გოლის გატანის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ჩემთვის მენტალური თვალსაზრისით ძალიან საჭირო იყო, რადგან ლაციოში კარგი სეზონი არ მქონია, რამაც თავდაჯერებულობის მხრივ კარგად არ იმოქმედა.

„დავრჩები თუ არა ლაციოში ? ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუმცა მე ბიანკოჩელესტისთან 4-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, გუნდმა მე ნდობა გამომიცხადა და ჩემს ტრანსფერში დიდი თანხა დახარჯა, ამიტომ კონტრაქტს პატივს ვცემ და შევეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.“