Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მუსაჩოს აგენტი:“ მილანის ქცევა გაუგებარია“

მატეო მუსაჩოს აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მილანი მას უსამართლოდ ექცევა.

30 წლის ფეხბურთელს 30 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. მისი კონტრაქტი 2021 წლის ივნისში იწურება და ყველას ეგონა, რომ ის იანვარში გუნდს დატოვებდა, თუმცა აგენტმა ეს ხმები უარყო.

„ახლანდელი სიტუაციით მატეო მილანში სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება.

„მისი სახელით მხოლოდ მე მაქვს საუბრის უფლება და გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რომ ის ჯენოაში გადადის, მე გენუელებთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ეს ძალიან რთული და გაურკვეველი სიტუაციაა, არ მესმის, თუ რატომ იქცევა მილანი ასე, რადგან მატეომ გუნდს ყველაფერი მისცა და როდესაც მილანს სჭირდებოდა, ის ტკივილგამაყუჩებლების გაკეთების შემდეგაც კი თამაშობდა.

„თუმცა, დღეს ფეხბურთი ასეთია. პიოლი რამდენიმე თვის წინ მილანიდან თითქმის გაგდებული იყო, თუმცა ახლა მას ისე ექცევიან, როგორც გუარდიოლას.

„მატეო პროფესიონალია. ის თავის გუნდს და თანაგუნდელებს მთელი გულით გულშემატკივრობს. მას ევროპაში გატარებული 13 წლის განმავლობაში პრობლემა არავისთვის შეუქმნია და ამის შეცვლას არც ახლა აპირებს.

„მას მილანი იქ ყოფნის პირველივე დღიდან უყვარდა და არაფერი შეცვლილა. გუნდთან მისი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ან გაწყვეტაზე არასოდეს გვისაუბრია.“