Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მუსაჩო მილანს სეზონის ბოლოს დატოვებს

მილანის ცენტრალური მცველი, მატეო მუსაჩო მილანს სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და დიდი ალბათობით, ის ესპანეთში დაბრუნდება.

არგენტინელ ფეხბურთელს ბოლო პერიოდში არაერთ ტრავმასთან მოუწია გამკლავება და ის სტეფანო პიოლის გეგმებში აღარ შედის. 30 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი როსონერისთან სეზონის ბოლოს იწურება და მილანი მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ბოლო პერიოდში არც თუ ისე სტაბილური თამაშის მიუხედავად, მუსაჩომ ესპანეთში საკმაოდ კარგი პერიოდი გაატარა და დიდი ალბათობით ფეხბურთელი კარიერას სწორედ ლა ლიგაში განაგრძობს. არგენტინელი ცენტრალური მცველის გაფორმების სურვილი ვალენსიამ, ვილიარეალმა და რეალ ბეტისმა გამოთქვეს და არც ის არის გამორიცხული, რომ მან მილანთან კონტრაქტი უკვე იანვარში გაწყვიტოს და გუნდი უფასოდ დატოვოს.