Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მუსო:“ ატალანტაში იმიტომ გადავედი, რომ მათ წინააღმდეგ არ მეთამაშა“

არგენტინელი კარის დარაჯის ხუან მუსოს თქმით, ის უდინეზედან ატალანტაში იმიტომ გადავიდა, რომ მათ წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად აშინებდა.

მუსო ბერგამოელების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახლავთ. ის ატალანტას უდინეზედან 20 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა.

„კორონა ვირუსის პანდემიის გამო სატრანსფერო ფანჯარა შეიცვალა, ატალანტა კი ასეთი თანხების დახაჯრვით ისედაც არ გამოირჩეოდა და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მათ ჩემს გამო ასეთი თანხა გადაიხადეს.

„ასეთი ფულით ბერგამოელებს ნებისმიერი ფეხბურთელის გაფორმება შეეძლოთ, მაგრამ მათ მე ამირჩიეს, რის გამოც ბედნიერი ვარ.

„რატომ ავირჩიე მე ატალანტა ? ისინი ყოველთვის, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ თამაშობდნენ, უამრავ გოლს გვიტანდნენ. მე ყველაზე მეტად სწორედ ატალანტას წინააღმდეგ მეშინოდა თამაში. ვფიქრობ, რომ მარტო მურიელმა 5 მატჩში მე 8 გოლი გამიტანა, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

„ხალხი შესაძლოა ფიქრობს, რომ ჩვენ დიდი გუნდი არ ვართ, მაგრამ ატალანტა დიდი გუნდივით თამაშობს და ჩვენ არავისი გვეშინია.“