Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მუსო:“ ინტერის და რომას ინტერესი მოტივაციას მმატებს“

უდინეზეს კარის დარაჯმა ხუან მუსომ განაცხადა, რომ გრანდების მხრიდან მის მიმართ ინტერესი მოტიავაციას მატებს.

26 წლის არგენტინელი კიპერი ბოლო პერიოდში რომას და ინტერს არაერთხელ დაუკავშირეს და დიდი ალბათობით ზაფხულში ის უდინეზეს დატოვებს. მუსოს სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა.

„რომას და ინტერის ინტერესი მოტივაციას მმატებს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ.

„ვიცი, რომ ინტერის კარის კიპერს კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა მათ ჩემი გაფორმება სცადონ.

„მე უდინეზეში ბედნიერი ვარ, თუმცა ისეთ გუნდში მსურს თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად თამაშობს და ტიტულისთვის იბრძვის. ეს ჩემი ოცნებაა.“