Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მუქირის შემდეგ, ლაციო ფარესის და კუმბულას ტრანსფერების მოგვარებას ცდილობს

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ ლაციომ ფენერბაჰჩეს ცენტრალური თავდამსხმელის, ვედატ მურიქის ტრანსფერზე ყველა დეტალი შეათანხმა და ფეხბურთელი არწივებს უახლოეს მომავალში შეუერთდება.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, ეს მხოლოდ დასაწყისია და ლაციო სპალიდან მარცხენა გარემარბის, მოჰამედ ფარესის და ვერონას ცენტრალური მცველის, მარაშ კუმბულას ტრანსფერებთან ძალიან ახლოს არის.

24 წლის ფარესის შეძენა ინტერსაც სურდა, თუმცა ლაციომ სპალს უკეთესი წინადადება გაუკეთა და ფეხბურთელი არწივებს 8.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მომავალ კვირაში შეუერთდება.

კუმბულასთან დაკავშირებით საქმე უფრო რთულად არის. ვერონა ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ბიანკოჩელესტიმ 17 მილიონი შესთავაზა და ამ წინადადების გაზრდას არ აპირებს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე, ტრანსფერის განხორციელება მაინც შესაძლებელია.

Leave a Reply

Your email address will not be published.