Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მხითარიანი იუვენტუსის რადარზე

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი რომას ჰენრიხ მხითარიანის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მზად არის, ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს.

არსენალიდან გადასვლის შემდეგ, სომეხი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული შემტევია.

მისი ხელშეკრულება რომასთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე მუშაობენ, თუმცა წყაროს ინფორმაციით, თუ მათ შეთანხმება ვერ მოახერხეს, იუვენტუსი მის გაფორმებას ეცდება.

მხითარიანის ინტერესებს ყველასთვის კარგად ნაცნობი მინო რაიოლა იცავს, რომელსაც იუვენტუსთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

მიმდინარე სეზონში მხითარიანის ანგარიშზე 20 მატჩში 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.