Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მხითარიანი:“ მარცხის შემდეგ, ეს გამარჯვება გვჭირდებოდა“

რომას სომეხმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ემპოლისთან მატჩზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დერბიში მარცხის შემდეგ მოედანზე სწორი განწყობით გავსულიყავით და სანაკრებო პაუზას გამარჯვებით შევხვედროდით. ჩვენ თითქმის სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ და მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, რადგან როგორც საგოლე გადაცემა, ასევე გოლი სწორედ მათი დამსახურებაა.

„ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ და სანაკრებო პაუზის შემდეგ უფრო თამაშებს უფრო მეტი მონდომებით მივუდგეთ, რადგან ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს და მათ მისაღწევად ბევრი მუშაობა მოგვიწევს.“