Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მხითარიანი:“ მოურინიოსთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ 3 ქულაა…“

რომას სომეხმა ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.

მხითარიანს რომასთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებოდა, თუმცა მან მგლებთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„მე გუნდში დავრჩი, რადგან რომას ამბიციური პროექტი აქვს, რომელიც მე გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან ძალიან მომეწონა.

„აქ ბედნიერი ვარ, მომწონს გუნდი და ქალაქი და ვფიქრობ, რომ ჯალოროსისთან ერთად ტიტულის მოგების კარგი შანსი მაქვს. მე იტალიიდან და მის საზღვრებს გარეთ საკმაოდ კარგი შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ დარჩენა გადავწყვიტე.“

მხითარიანს მოურინიოსთან ერთად მუშაობა მანჩესტერში უკვე მოუწია.

„მოურინიო ძალიან ამბიციური ადამიანია, მისი მოთხოვნა ყოველთვის ერთია – გამარჯვება. ჟოზეს არ ადარდებს, ითამაშებს თუ არა მისი გუნდი ცუდ ფეხბურთს, მას მხოლოდ 3 ქულის მოპოვება სურს.

„ყველამ იცის, რომ მას კარიერაში თითქმის ყველა შესაძლო ტიტული აქვს მოგებული და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებულ სვლას რომაშიც გააგრძელებს. მართალია ჩვენ მანჩესტერში გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და ყველაფერი წარსულს მივაბარეთ, ახლა მთავარი აწმყო და მომავალია.

„3 ყველაზე ძლიერი თანაგუნდელი, რომელიც კარიერაში მყოლია ? პირველი უდაოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელიც ხარისხით და ინტელექტით გამოირჩევა. მეორე პოლ პოგბა, რომელსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია, მაგრამ მას სათანადოდ ვერ აფასებენ. მესამე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახლავთ, რომელსაც მოედანზე შესანიშნავად ვუგებდი.“