Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მხითარიანი:“ სერია ა-ს კრიტიკოსები ცდებიან“

რომას სომეხმა ფეხბურთელმა კალჩოს შესახებ ისაუბრა.

„სანამ მე აქ მოვიდოდი ბევრგან მესმოდა, რომ სერია ა საკმარისად ძლიერი არ იყო და გუნდები მაღალ დონეზე ვერ თამაშობდნენ, თუმცა ისინი ძალიან ცდებიან. სერია ა-ში ჩემი პირველი მატჩიდან, რომელის სასუოლოს წინააღმდეგ იყო, მივხვდი, რომ იტალიური ფეხბურთი უფრო მეტი იყო, ვიდრე ხალხს ეგონა.

„ფეხბურთელების ხარისხით გაკვირვებული ვიყავი, შედარებით მეორეხარისხოვან გუნდებშიც კი ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები არიან. თითოეულ გუნდს ბურთის ფლობა და დომინაცია სურს და არა მხოლოდ დაცვაში ჯდომა…

„ჩემთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო, რადგან ყველა გუნდიდან ასეთ მაღალ დონეზე თამაშს არ ველოდი. რომაში ყოფნით ბედნიერი ვარ და იტალიაში განსხვავებულ მეტოქეებთან თამაშით სიამოვნებას ვიღებ.”

Leave a Reply

Your email address will not be published.