Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მხითარიანს რომას დატოვება სურს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას სომეხ ფეხბურთელს ჰენრიხ მხითარიანს ჯალოროსის რიგების დატოვება აქვს გადაწყვეტილი და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ის გუნდს ზამთარში გამოიცვლის.

32 წლის ფეხბურთელსა და მოურინიოს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ მანჩესტერში ყოფნის დროს გაფუჭდა და პორტუგალიელის მოსვლის შემდეგ იწერებოდა, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი აღარ არსებობდა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, მხითარიანი მოურინიოს გუნდში ბედნიერი აღარ არის და მისი გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი.

სომეხ ფეხბურთელს რომასთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მის ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ჯალოროსის კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ 1 წლით შეუძლია, თუმცა სავარაუდოდ მგლები მას არ გამოიყენებენ.