Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაგელსმანი:“ კიეზას ბაიერნში სიამოვნებით ვიხილავდი, თუმცა…“

ფედერიკო კიეზა ბოლო დღეებში ბაიერნს არაერთხელ დაუკავშირეს და ამ საკითხზე კომენტარი რეკორდმაისტერის თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.

„ფედერიკო კიეზას ბაინერის რიგებში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი, ის სუპერ ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან დიდი ენერგია და მუხტი აქვს. მე მას უკვე დიდი ხანია ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ფასი ძალიან, ძალიან მაღალია.“