ნაინგოლანი:“კონტესთან ერთად მუშაობა მინდა“

რაჯა ნაინგოლანმა,რომელიც ინტერის საკუთრებაა და სეზონს კალიარიში იჯარის წესით ატარებს,სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

„კონტესთან დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი.მე მიყვარს პირდაპირი ადამიანები და კონტე სწორედ ასეთია.ის ჩემთან პირველივე დღიდან გულწრფელი იყო,რასაც ადამიანში ვაფასებ.

„ბევრს გონია,რომ მე იუვენტუსი მძულს,თუმცა ეს ასე არ არის,ტურინელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.მე მათთან გადასვლას ყოველთვის იმიტომ გამოვრიცხავდი,რომ გამოწვევები მიყვარს და უძლიერეს გუნდში თამაში არ მსიამოვნებს.იუვეს გულშემატკივრები იტყვიან,რომ გუნდს მე არ ვჭირდები,თუმცა ესეც გასაგებია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.