Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაინგოლანის კალიარიში ტრანსფერი ჩაიშალა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, რაჯა ნაინგოლანის კალიარიში ტრანსფერი ჩაშლის პირას არის და დიდი ალბათობით ნერაძურის ბელგიელი ფეხბურთელის მსურველების ძიება სხვაგან მოუწევს.

ნაინგოლანმა გასული სეზონი კალიარის რიგებში იჯარის წესით გაატარა და სარდინიელებს მისი გამოსყიდვა სურთ, მაგრამ გუნდებს შორის ფინანსურ დეტალებზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კალიარი მზად არის ნაინგოლანის სანაცვლოდ 2 მილიონი გადაიხადოს, ინტერი კი თავის მხრივ 4-5 მილიონის მიღებას გეგმავს, ამ თანხის გადახდა კი სარდინიელებს ამ ეტაპზე არ სურთ და თუ რომელიმე მხარე დათმობაზე არ წავა, ბელგიელ ფეხბურთელს ახალი გუნდის ძებნა მოუწევს.