Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაინგოლანის შემდეგ, ინტერი კონტრაქტის ვიდალთან გაწყვეტას ეცდება

ინტერი ხელფასების შემცირებაზე მუშაობას განაგრძობს და ფეხბურთელების გაყიდვასთან ერთად, ნერაძური ზოგიერთ მათგანთან კონტრაქტების გაწყვეტას გეგმავს.

სიაში პირველი ბელგიელი ფეხბურთელი რაჯა ნაინგოლანია და მხარეებს შორის ხელშეკრულების გაწყვეტაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. 33 წლის ნახევარმცველს ინტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი წლიური გასამრჯელო 3.4 მილიონია, ხელშეკრულების გაწყვეტის გამო კი ნერაძურის დაახოებით 1.5 მილიონის გადახდა მოუწევს.

Tuttosport-ის ინფორამციით, ნაინგოლანის შემდეგ ინტერი იმავე საკითხზე მუშაობას არტურო ვიდალთან დაიწყებს. რაჯას მსგავსად, ჩილელ ფეხბურთელს ინტერთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მისი წლიური გასამრჯელო 7 მილიონი ევრო გახლავთ, რისი გადახდაც ინტერს ფეხბურთელისთვის, რომელიც მწვრთნელის გეგმებში არ შედის, არ სურს, ამიტომ ბენეამა მზად არის არტუროს გაკრვეული კომპენსაცია გადაუხადოს და მასთან ხელშეკრულება გაწყვიტოს…