Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაინგოლანი ინტერისგან 2 მილიონს ითხოვს…

ინტერის ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი ინტერთან კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს ითხოვს.

ბელგიელი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება ინტერთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ის გუნდის გეგმებში არ შედის, ამიტომ ბიანკონერის მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა სურს, რაც ხელფასის სახით გადასახდელ 3.5 მილიონს დაუზოგავს.

Libero-ს ინფორმაციით, ინტერთან კონტრაქტის გაწყვეტის წინააღმდეგი არც თავად ბელგიელი ფეხბურთელია, რომელსაც კარიერის გაგრძელება კალიარის რიგებში სურს, მაგრამ ამისთვის რაჯა ინტერისგან 2 მილიონ ევროს ითხოვს, ნერაძური კი მხოლოდ 1.2 მილიონს სთავაზობს.