Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაინგოლანი კალიარიში დაბრუნებასთან ახლოს არის

Sky Sport Italia იუწყება, რომ ინტერი და კალიარი რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან და ბელგიელი ფეხბურთელი სარდინიაზე უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

გამოცემის ინფორმაციით, კალიარი ინტერს ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროსთან ერთად 2 ახალგაზრდა ფეხბურთელსაც დაუთმობს.

ნაინგოლანმა გასული სეზონი კალიარიში იჯარის წესით გაატარა და 42 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.