Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაინგოლანი:“ კონტემ რვა წუთი მომცა და შემდეგ ყველაფერი მე დამაბრალა…“

რაჯა ნაინგოლანმა, რომელიც გუშინ ოფიციალურად კალიარის ფეხბურთელი იჯარის წესით გახდა, ანტონიო კონტეზე და კორონა ვირუსზე ისაუბრა.

„ინტერში მე დიდებული მწვრთნელი მყავდა, თუმცა მან ძალიან მაწყენინა. კონტემ მოედანზე 8 წუთი მომცა და თამაშის შემდეგ კი ყველაფერი მე დამაბრალა.

„რა უნდა მექნა 8 წუთში ? მე მასთან არანაირი დაპირისპირება არ მსურდა და არც ახლა მსურს, ამიტომ ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ.

„მე ჯანმრთელი ვარ, ვარჯიში არც ერთხელ არ გამომიტოვებია და არ დამიგვიანია, თუმცა სამწუხაროდ თამაშის საშუალება არ მქონდა.“

ნაინგოლანმა, რომელმაც კორონა ვირუსი ოქტომბერში გადაიტანა, ვირუსის შესახებაც ისაუბრა.

„ამ წელს ჩვენ არა მხოლოდ შედეგებისთვის, არამედ კორონა ვირუსის წინააღმდეგაც ვიბრძვით. ამან ფეხბურთი მოკლა, ჩვენ ძმები და დები წაგვართვა და მსოფლიო ქაოსში ჩააგდო.

„მე ძალიან ვწუხვარ მათ გამო, ვინც ვირუსის გამო უმუშევარი დარჩა და სახლ-კარი დაკარგა. იმედი მაქვს, რომ ვაქცინაციის პროცესი მალე დასრულდება და პირველად მას ყველაზე სუსტები და ასაკოვნები მიიღებენ.“