Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაინგოლანი ნაპოლისაც მოუნდა

კალიარის და ფიორენტინას შემდეგ, ინტერის ცენტრალური ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის გაფორმება ნერაძურისაც მოუნდა.

ბელგიელი ფეხბურთელი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით კალიარიში გაატარა, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და სათამაშო დროის ნაკლებობის გამო გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, თავად ნაინგოლანს კალიარიში სურს დაბრუნება, თუმცა სარდინიელები ინტერის მიერ მოთხოვნილი 10 მილიონი ევროს გადახდას ვერ შეძლებენ და დიდი ალბათობით რაჯას გასაფორმებლად ფიორენტინა და ნაპოლი იბრძოლებენ.