Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაინგოლანი ნაპოლის რადარზე გამოჩნდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის ახალი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი გუნდში რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერს ითხოვს.

ბელგიელი ფეხბურთელი ინტერის მფლობელობაში იმყოფება, თუმცა გუნდის გეგმებში უკვე დიდი ხანია არ შედის და ბოლო 2 სეზონი იჯარის წესით კალიარის რიგებში გაატარა.

კალიარის ნაინგოლანის გამოსყიდვა სურს, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ და ამით სარგებლობას ნაპოლი აპირებს, რომელიც მზად არის ინტერის მოთხოვნილი 7-8 მილიონი გადაიხადოს.

გათიშვა