Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაინგოლანი:“ რომაში სიამოვნებით დავბრუნდებოდი“

ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რომა, რომელიც ჯინი ვეინალდუმის შემცვლელის ძიებაშია, მის დაბრუნებას განიხილავს.

„რომს მე ვუყვარვარ ისევე ძლიერად, როგორც მე ის, რადგან მის მიმართ მე ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მქონდა. რომას დატოვებას ახლაც ვნანობ და ამის საშუალება რომ მქონდეს, იქ 10-ჯერ დავბრუნდებოდი, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

„ამ მომენტისთვის მე რომადან არავინ დამკავშირებია, ამიტომ ამ მომენტისთვის რაიმეს თქმა უბრალოდ შეუძლებელია.“