Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაინგოლანმა კალიარისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ANSA-ს მტკიცებით, რაჯა ნაინგოლანმა კალიარისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ბელგიელი ფეხბურთელი, რომელიც ინტერის საკუთრებაა და კალიარის სეზონის სტარტზე იჯარის წესით შეუერთდა, კარიერის კალიარიში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.

კალიარის ხელმძღვანელობამ რაჯას გამოსყიდვის სურვილი არაერთხელ დააფიქსირეს და როგორც ჩანს, მის ტრასნფერზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც დაიწყეს, თუმცა ინტერთან ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის.

ნაინოლანი ინტერს 2018 წელს რომადან შეუერთდა და მისი კონტრაქტი 2022 წელს იწურება. რაჯამ მიმდინარე სეზონში 29 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.