Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაინგოლანმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

ინტერის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით კალიარიში გაატარა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„ჩემი იჯარა დასრულდა და ინტერს უნდა დავუბრუნდე, შემდეგ კი რა მოხდება არავინ იცის. კალიარისთან ერთად უკვე ერთი კვირაა ვვარჯიშობ, თუმცა ჩემი აქ ყოფნის დრო დღეს იწურება.“

ნაინგოლანმა მესის შესახებაც გააკეთა კომენტარო.

„ნამდვიალდ არ ვიცი რა ხდება ბარსელონაში, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მესი ბლაუგრანაში დარჩება.

„მინდა თუ არა მასთან ერთად ერთ გუნდში თამაში? არა, მესი ზედმეტად ძლიერია [იცინის].“

გასულ სეზონში ნაინგოლანმა კალიარის რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.