Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნანდესის აგენტმა ფეხბურთელის ინტერში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

კალიარის ნახევარმცველი ნაიტან ნადესი, რომელსაც მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, ბოლო დღეებში ინტერს ინტენსიურად უკავშირებენ.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი 25 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა.

„გასულ სეზონში, როდესაც კალიარიმ სერია ა-ში დარჩენა გაინაღდა, გუნდმა პირობა მოგვცა, რომ თუ მისით რომელიმე დიდი გუნდი დაინტერესდებოდა, პრეზიდენტი ტომაზო გულინი მას წინ არ აღუდგებოდა.

„ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ჩვენ ვამაყობთ, რომ ინტერის ინტერესი დავიმსახურეთ. კალიარის და ინტერს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რაც მოლაპარაკებებს ხელს უწყობს და ვნახოთ, რა მოხდება.“