Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნანდესი ინტერს უახლოვდება

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, ინტერი და კალიარი ნაიგან ნანდესის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან და ურუგვაელი ფეხბურთელი უახლეს დღეებში ბენეამატას რიგებს შეუერთდება.

SportItalia-ს ჟურნალისტის და სატარნსფერო ექსპერტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, კალიარიმ 25 წლის ფეხბურთელის შვებულება 2 დღით გაახანგრძლივა და წყაროს ცნობით, ნანდესის ბედი საბოლოოდ სწორედ ამ 48 საათში გადაწყდება.

ინტერს ამ მომენტში კალიარის მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდა არ შეუძლია, ამიტომ ერთადერთი ვარიანტი მისი იჯარით გაფორმებაა, რაზეც კალიარი თავიდან წინააღმდეგი იყო, თუმცა ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე სარდინიელები ინტერის წინადადებას დათანხმდებიან, თუ კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ჩაიდება.