Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნანდესი ინტერში გადასვლის იმედს არ კარგავს

ინტერსა და კალიარის შორის ნაიტან ნანდესის ტრანსფერზე ჩაშლილი მოლაპარაკებების მიუხედავად, ურუგვაელი ფეხბურთელი ნერაძურის რიგებში გადასვლის იმედს არ კარგავს და გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარს ამბობს.

ინტერი სარდინიელებთან ფეხბურთელის იჯარაზე რამდენიმე კვირა აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა საბოლოოდ კალიარიმ მისი არენდით გაშვება არ ისურვა და ნერაძურის შეუთვალა, რომ თუ ნანდესის გაფორმება სურთ, მისი გამოსასყიდი თანხის – 36 მილიონის გადახდა მოუწევთ.

გუშინ კალიარიმ ესპანურ მალორკასთან ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც მონაწილეობა 25 წლის ურუგვაელ ფეხბურთელსაც უნდა მიეღო, მაგრამ ის მატჩზე თვითნებურად არ გამოცხადდა და ინტერში ტრანსფერს ითხოვს…