Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნანი:“რონალდუ კარიერას დიდი ალბათობით MLS-ში გააგრძელებს“

კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი თანაგუნდელის,ლუის ნანის თქმით,რონალდუმ მას უთხრა,რომ ძალების მოცდა ამერიკაში სურს.


პორტუგალიელი ვარსკვლავი იუვენტუსში მეორე სეზონს ატარებს და მას იტალიურ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი სეზონი აკავშირებს. მისი წლიური ანაზღაურება გუნდში 31 მილიონი ევროა და ეკონომიკური კრიზისის გამო,რონალდუს წასვლაზე სულ უფრო და უფრო მეტი ამბავი ვრცელდება.

„რამდენიმე წლის წინ,მან მითხრა,რომ კარიერას დიდი ალბათობით ამერიკაში დაასრულებს.რა თქმა უნდა ეს 100 პროცენტიანი ინფორმაცია არ არის,თუმცა ამის შანსი საკმაოდ მაღალია.

„MLS ძალიან კარგი ჩემპიონატია,“განაცხადა ნანიმ,რომელიც ორლანდო სიტის ღირსებას იცავს.

„რა თქმა უნდა,სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და მათ შორის,ფეხბურთელების ხარისხის გაუმჯობესების კუთხითაც.

„აქ შეგიძლია ნახო ფანტასტიური გუნდები,კარგად ორგანიზებული და არაჩვეულებრივი პირობებით,კარგი მწვრთნელებით და ფეხბურთელებით.ლიგა წლიდან წლამდე იხვეწება.ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში თამაში ნამდვილად სასიამოვნოა,ფეხბურთელს განვითარების ყველა პირობა აქვს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.