Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნანი:“ მხოლოდ ჯენოა – ტორინო უნდა გადავდოთ“

სერია ა-ს სამედიცინო საბჭოს წევრის, დოქტორი ჯანი ნანის აზრით, ჯენოაში დადასტურებული 14 შემთხვევის გამო სერია ა-ს შეწყვეტა არ ღირს და ფედერაცია მხოლოდ ჯენოა – ტორინოს მატჩის გადადებით უნდა შემოიფარგლოს.

„ჩემი აზრით, ახლა მხოლოდ ჯენოა – ტორინოს მატჩის გადადება გვმართებს, თუმცა ნაპოლის ფეხბურთელების პასუხები ვირუსზე ჯერ არ ვიცით და თუ რამე არ შეიცვალა, სერია ა-ს შეჩერება აუცილებელი არ გახდება.

„ნაპოლის მოთამაშეებს პირველადი ტესტები უკვე ჩაუტარდათ და განმეორებით ისინი პარასკევს შემოწმდებიან.“