Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ აპელაცია მოიგო, ოსიმენი იუვეს წინააღმდეგ ითამაშებს

ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა, აპელაცია მოიგო და ნიგერიელი ფეხბურთელი იუვენტუსის წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.

ოსიმენი სერია ა-ს საწყის ტურში ვენეციასთან მატჩის მსვლელობისას გააძევეს. მან მეტოქე გუნდის ფეხბურთელს სახეში ჩაარტყა და დისციპლინარულმა კომისიამ ფეხბურთელს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ აკმარა და ჯენოასთან შეხვედრის შემდეგ, იუვენტუსთან მატჩიც უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ პარტენოპეიმ საქმე მოიგო და ოსიმენს 11 სექტემბერს ბიანკონერის წინააღმდეგ თამაში შეეძლება.