Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ გატუზოს შემცვლელთან შეთანხმებას მიაღწია

იტალიური მედიის ინფორმაციით, მომდევნო სეზონიდან ნაპოლის ლუჩიანო სპალეტი ჩაიბარებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დე ლაურენტისმა ინტერის და რომას ყოფილ თავკაცთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და მისი კონტრაქტი სეზონის დასრულებისთანავე გაოფიციალურდება.

წყაროს ინფორმაციით, სპალეტი ნაპოლისთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით და მისი ანაზღაურება სეზონში 3 მილიონი ევრო იქნება.

გათიშვა