Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლიმ გუნდის შიგნით განხეთქილება უარყო

მილანთან წაგებული მატჩის შემდეგ, იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელებმა ჯენარო გატუზოს კრიტიკა არც თუ ისე კარგად მიიღეს და გასახდელში მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ძალიან დაძაბული საუბარი შედგა.

Corriere dello Sport-მა ისიც დაწერა, რომ რინო გუნდის დატოვებასაც აპირებდა.

ნაპოლის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ეს ინფორმაცია უარყო.

„რამდენიმე საიტზე და სპორტულ გაზეთებში დღეს დაიწერა, რომ გასახდელში ფეხბურთელებსა და ჯენარო გატუზოს შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.“