Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ დემეს ტრავმა დაადასტურა…

ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრო ვერჩელისთან ამხანაგური მატჩის მსვლელობისას დაზიანებულ დიეგო დემემ საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და მას მინიმუმ რამდენიმე კვირა გაუცდება.

„დიეგო დემემ გამოკვლევა ვილა სტუარტის კლინიკაში გაიარა და მას სამწუხაროდ მარჯვენა მუხლის იოგების დაზიანება დაუდასტურდა.

„ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პროცედურას დაუყოვნებლივ დაიწყებს და მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.“