Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ ინსინიეს ახალი წინადადებით მიმართა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლიმ ინსინიეს აგენტს ახალი წინადადებით მიმართა და მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა მიმდიარე თვის ბოლოს ჩაინიშნა, რომელზეც ლორენცოს ბედი საბოლოოდ გაირკვევა.

პარტენოპეის კაპიტანს გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ, თუმცა ფინანსური სხვაობის გამო ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება.

ნაპოლის ინსინიესთვის ახალ კონტრაქტში ხელფასის 4.5 მილიონიდან 3.5 მილიონამდე შენარჩუნება სურდა, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, დე ლაურენტისი მზად არის იტალიელ ფეხბურთელს წლიურად 4 მილიონი შესთავაზოს, რასაც ბონუსების სახით 0.5 მილიონი დაემატება და ლორენცოს ფაქტობრივად იგივე ანაზღაურება დარჩება, რაც მას ახლა აქვს.

წყაროს ინფორმაციით, ამ წინადადებამ შესაძლოა მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები პოზიტიურად წარმართოს და ლორენცომ კონტრაქტს ხელი მოაწეროს…