Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ ინსინიეს გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გუშინ ლორენცო ინსინიეს აგენტსა და ნაპოლის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შორის შეხვედრა გაიმართა და მხარეებს შორის საკმაოდ პროდუქტიული საუბარი შედგა.

წყაროს ინფორმაციით, ნაპოლიმ აქამდე შეთავაზებული 4 მილიონი ევრო 5 მილიონამდე გაზარდა და ლორენცოს ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე შესთავაზა, რაც ინსინიეს მოთხოვნილ 5.5 მილიონთან ძალიან ახლოს არის და თუ აქამდე მისი გუნდიდან წასვლა რეალური იყო, ახლა იტალიელი ფეხბურთელი გუნდში დარჩენასთან ახლოს არის.