Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ ინსინიეს ფასი დაადო

იტალიურ მედიაში ინსინიეს ნაპოლიდან შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები დღითი დღე მატულობს და რამდენიმე გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, პარტენოპეი მზად არის ლორენცოს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.

30 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი პარტენოპეისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ფინანსური ასპექტების გამო შეთანხმებას ვერ ახერხებენ. დე ლაურენტისს მისი ამჯამინდელი ხელფასის 3.5 მილიონამდე შემცირება სურს, ინსინიე კი გასამრჯელოს გაზრდას 5.5 მილიონამდე ითხოვს.

Corriere dello Sport-ის და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მიმდინარე კვირაში დე ლაურენტისი ლორენცოს კიდევ ერთხელ შეხვდება და თუ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი არ დაფიქსირდა, ინსინიე დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულის ბოლომდე დატოვებს.