Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ ინსინიეს შემცვლელი უკვე შეარჩია

ლორენცო ინსინიე მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერას MLS-ში, ტორონტოს რიგებში გააგრძელებს, პარტენოპეის კი როგორც ჩანს მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

იტალიური წყაროების ინფორამციით, ნაპოლი ზაფხულში ფეინოორდის ახალგაზრდა ტალანტის ლუის სინისტერას გაფორმებას შეეცდება.

22 წლის კოლუმბიელმა, რომელსაც ფეინოორდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელები თავიანთ ტალანტს დაახლოებით 20 მილიონ ევროდ აფასებენ.